მეოთხე და ბოლო თვითმფრინავი Disney-ის სპეციალურ ლაივში მზად არის შეუერთდეს ბრაზილიური ავიაკომპანიის Azul Linhas Aéreas Brasileiras-ის ფლოტს.

Airbus A320neo-ზე (MSN 11133, მომავალი c/n PR-YSK) გამოსახულია დონალდ დაკის შეყვარებული დეიზი. დეიზი დაკი არის უოლტ დისნეის მულტფილმის პერსონაჟი, რომელიც შეიქმნა 1940 წელს დიკ ლუნდლის მიერ. თვითმფრინავის ცხვირზე გამოსახულია წარწერა “Margarida nas nuvens”, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს “გვირილა ღრუბლებში”

PR-YSK იქნება მეოთხე და ბოლო უოლტ დისნეის მულტფილმი თვითმფრინავი Azul-ის ფლოტში. ადრე ბრაზილიურმა გადამზიდავმა მიიღო A320neo მიკი მაუსი(PR-YSH), მინი მაუსი (PR-YJF) და დონალდ დაკი  (PR-YSI) .

ყველა ბორტზე ნახატები შექმნილია Azul-ის მიერ Walt Disney World Resort-თან პარტნიორობით.