დიდი ბრიტანეთის ავიაკომპანია British Airways-ი (BA) იქნება პირველი ბრიტანული ავიაკომპანია, რომელმაც დანერგა ჭკვიანი ბიომეტრიული ტექნოლოგია, რომელიც ათავისუფლებს მგზავრებს აეროპორტში ტრადიციული პასპორტის კონტროლის პროცედურისგან.

სწრაფი შემოწმების სისტემა იმოქმედებს BA-ს საერთაშორისო ფრენებზე ესპანეთის მალაგას მიმართულებაზე ჰითროუს აეროპორტიდან. საცდელი პერიოდი გაგრძელდება ექვსი თვე.

British Airways-მა პირობა დადო, რომ მგზავრების მონაცემები უსაფრთხოდ შეინახება და ვინც დათანხმდება ექსპერიმენტში მონაწილეობას, შეეძლება ისარგებლოს Fast-Track უსაფრთხოების ზონით და პრიორიტეტული ჩასხდომის სერვისით.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ თავიანთი ბიომეტრიული ინფორმაცია სახლიდან. ამჯერად პირველად გამოვიყენებთ მას კომპანიის საერთაშორისო ფრენებზე“, – თქვა British Airways-ის ოპერაციების ტრანსფორმაციის მენეჯერმა დევიდ ბრიზმა.

მისი აზრით, ახალი სერვისი შეამცირებს მგზავრების თვითმფრინავში ჩასხდომის პროცესს და თანამშრომლებს საშუალებას მისცემს კონცენტრირდნენ მომხმარებელთა უფრო რთულ მოთხოვნებზე.

თუ ტესტირება წარმატებული იქნება, ტექნოლოგია ავიაკომპანიის უფრო მეტ საერთაშორისო ფრენებზე გავრცელდება.

2017 წელს British Airways-მა დაიწყო ავტომატიზირებული ბიომეტრიული ტექნოლოგიის დანერგვა შიდა ფრენებზე.