ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ის რეისზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო. საჰაერო ხომალდი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 18:30 საათზე დაჯდა და მალე თელ ავივის მიმართულებით შეასრულებს რეისს. ამის შესახებ AviaNews-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს.

უამინდობის გამო საჰაერო ხომალდმა თელ ავივიდან ქუთაისში FERRY FLIGHT შეასრულა და 22:00 საათზე ქუთაისიდან მოახდენს ბათუმი-თელ ავივის რეისის მგზავრების ტრანსპორტირებას. მანამდე კი მგზავრების ბათუმიდან ქუთაისში ავტობუსით ტრანსპორტირება განახორციელა. ქუთაისიდან თელ ავივის მიმართულებით ფრენა A320 ტიპის საჰაერო ხომალდით 22:00 საათზე განხორციელდება.