აჭარაში უამინდობის ფონზე ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ის საჰაერო ხომალდი, რომელმაც თელ ავივი-ბაუმის რეისი უნდა შეასრულოს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად ისევ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Israir Airlines-ის ბორტი 18:30 საათზე დაეშვება (FERRY FLIGHT).
როგორც AviaNews-ს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს Israir Airlines-ის ბათუმი-თელ ავივის რეისის მგზავრებს ბათუმიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩაიყვანენ და ქუთაისიდან მოხდება მათი თელ ავივის მიმართულებით გამგზავრება.
ქუთაისიდან თელ ავივის მიმართულებით ფრენა A320 ტიპის საჰაერო ხომალდით 22:00 საათზე განხორციელდება.