ისრაელდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად Georgian Airways-მა დამატებითი რეისი დანიშნა. როგორც ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია აცხადებს, ავიაკომპოანია დამატებით რეისს 11 ოქტომბერს შეასრულებს.
„ისრაელში მყოფი და საქართველოში გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 11 ოქტომბერს 11:40 საათზე ჩაინიშნა “საქართველოს ავიახაზების” (Georgian Airways) დამატებითი რეისი თბილისის მიმართულებით.
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტით. მოთხოვნასთან ერთად, შესაძლებელი იქნება დამატებით სხვა რეისის ჩანიშვნაც.
მადლობა ისრაელის ტრანსპორტის სამინისტროს და ჩვენს მეგობარ Miri Regev מירי רגב-ს საქართველოს მთავრობის თხოვნის დროულად დაკმაყოფილებისთვის“, წერს ჟვანია სოციალურ ქსელში.