საფრანგეთის მონბლანი, ევროკავშირის უმაღლესი მწვერვალი სიმაღლეში იკლებს. მისი სიმაღლე ორ წელიწადში 2 მეტრით და 22 სანტიმეტრით დაიკლო.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თოვლის სიღრმე ზაფხულში ნაკლები წვიმის გამო მცირდება. მაგრამ საბოლოო თეორია უნდა წამოაყენონ კლიმატოლოგებმა, გლაციოლოგებმა და სხვა მეცნიერებმა ყველა მონაცემისა და ფაქტის შესწავლის შემდეგ.

კლიმატის ცვლილების გამო ექსპერტები ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ზომავენ. მთის სიმაღლეების შესასწავლად  წელს მათ პირველად გამოიყენეს დრონები.