ავიაკომპანია Iraqi Airways-მა სამსახურის გარეშე ორი პილოტი მას შემდეგ დატოვა, რაც მათ ფრენის დროს საჭმლის გამო იჩხუბეს.
Iraqi Airways-ის ბორტზე, რომელიც ასრულებდა რეისს ბაღდადი-მაშდადი, ინციდენტისას 150 მგზავრი იმყოფებოდა.
„პილოტებს შორის შელაპარაკება დაიწყო მას შემდეგ, რაც მან აუკრძალა ბორტგამყოლს ჩემთვის საჭმლის მოწოდება, ისე რომ ჯერ მისთვის ნებართვა არ მქონდა ნათხოვნი“, განმარტავს მოხსენებაში მეორე პილოტი.
კომპანიისთვის დაწერილ მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ მას შემდეგ რაც პილოტმა საკუთარი საკვები აიღო, მან მეწყვილეს გაარტყა.
მათ ფრენა გააგრძელეს, თუმცა მათ შორის ჩხუბი დაჯდომის შემდეგ დაიწყო. მეორე პილოტი ყვება, რომ თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ მეთაურმა მას უკვე მეორეც გაარტყა და შეურაცხყოფა მიაყენა. ამიტომ მას „პასუხის“ დაბრუნება მოუხდა და ასე დაიწყო ჩხუბი.