მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში ირანიდან ვიზიტორთა რაოდენობა 41 პროცენტით შემცირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მონაცემები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
2018 წლის იანვარში ირანიდან საქართველოში 14 322 ვიზიტი განხორციელდა, 2019 წლის იანვარში კი – 8 424 ვიზიტი. ამასთან, ვიზიტების კლება იანვარში დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან (-3.4 პროცენტი), სომხეთიდან (-5 პროცენტი), თურქეთიდან (-20.2 პროცენტი), ინდოეთიდან (-5.9 პროცენტი).
ვიზიტების რაოდენობით ტოპ 15 ქვეყნიდან საერთაშორისო ვიზიტები გაიზარდა რუსეთიდან 16.8 პროცენტით, უკრაინიდან 3.6 პროცენტით, ისრაელიდან 132.1 პროცენტით, ყაზახეთიდან 35.9 პროცენტით, ფილიპინებიდან 29.8 პროცენტით, გერმანიიდან 46.6 პროცენტით, ამერიკის შეერთებული შტატებიდან 31.5 პროცენტით, საუდის არაბეთიდან 72.7 პროცენტით და პოლონეთიდან 130.5 პროცენტით.
იანვარში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 0.1 პროცენტით შემცირდა, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა კი, 5.9 პროცენტით გაიზარდა.
წყარო: 1tv