თბილისსა და ტაშკენტს შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა განიხილება. აღნიშნულ  საკითხზე საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის უზბეკეთში ვიზიტისას უკვე შედგა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამომავლოდ ავიარეისების დანიშვნაზე კონსულტაციები კომპეტენტურ უწყებებს შორის გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ თბილისსა და ტაშკენტს შორის პირდაპირი ავიარეისები ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ განხორციელებულა.

უზბეკეთის მხარე დაინტერესებულია, რომ საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო შესაძლებლობები მაქსიმალურად იყოს ათვისებული. გამოითქვა სურვილი განვითარდეს თანამშრომლობა მრეწველობის და ვაჭრობის სფეროებში, ასევე, უზბეკეთის მთავრობა დაინტერესებულია ტურიზმის სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარებით.