კომპანია Jetsetter-ის სპეციალისტებმა  ბიზნეს თვითმფრინავისგან ლიმუზინი შექმნეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, ლიმუზინით გზებზე თავისუფლად გადაადგილება შესაძლებელია.
ლიმუზინის სიგრძე 12.8 მეტრია, სიგანე – 2.4 მეტრი, სიმაღლე კი 3.5 მეტრი.

ავტომობილი 5.5 ტონას იწონის და მას მძღოლის გარდა კიდევ 8 ადამიანის გადაყვანა შეუძლია.