მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის აეროპორტებში ქუთაისი ლიდერობს. ევროპის აეროპორტთასაერთაშორისო საბჭოს – ACI Europe-ს მონაცემებით, 2018 წელს ქუთაისი 52.5%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია იმ აეროპორტებს შორის, რომელთა მგზავრთნაკადი 5 მილიონზე ნაკლებია.

ამასთან, ქუთაისი ლიდერობს 2018 წლის დეკემბრის რეიტინგშიც. ზრდა 2017 წლის დეკემბერთან შედარებით 127 პროცენტს შეადგენს. დეკემბრის მონაცემებში ბათუმის აეროპორტიც მოხვდა, სადაც წინა წლის დეკემბერთან შედარებით ზრდა 66%-ი იყო. ამ მაჩვენებლით ბათუმი ევროპაში მეოთხე ადგილზეა.

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, წლიურმა ზრდამ 20.4%-ი შეადგინა.