ინგლისში საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის წესები მსუბუქდება, კერძოდ:

➡️ 7 იანვრის 04:00 საათიდან (ლონდონის დროით) სრულად ვაქცინირებული და 18 წლამდე ასაკის პირების შემთხვევაში, უქმდება ინგლისში გამომგზავრებამდე 48 საათით ადრე სავალდებულო PCR ტესტის გაკეთება;

➡️ ასევე, უქმდება ინგლისში ჩასვლის შემდეგ (არაუგვიანეს მე-2 დღის ბოლომდე), ტესტის გაკეთებიდან უარყოფითი პასუხის მიღებამდე სავალდებულო თვითიზოლაცია;

➡️ 9 იანვრის 04:00 საათიდან (ლონდონის დროით) ინგლისში ჩასვლია შემდეგ, არაუგვიანეს მე-2 დღის ბოლომდე, სრულად ვაქცინირებულ და 18 წლამდე ასაკის პირებს შეეძლებათ PCR ტესტის ნაცვლად, სწრაფი ტესტის (Lateral Flow test) გაკეთება.

ვრცლად იხილეთ აქ