ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი იანვარში 23 მიმართულებაზე ფრენებს აჩერებს. ავიაკომპანიის გენერალური დირექტორის მაიკლ ო’​ლირის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი დაბალი მოთხოვნაა. გაუქმება ძირითადად ბალკანეთის ქვეყნების სხვადასხვა ქალაქებიდან განხორციელებულ რეისებს ეხება. თუმცა ყველაზე მეტი რეისი მაინც ხორვატიის დედაქალასიდან, ავიაკომპანიის ახალი ბაზიდან გაუქმდა.

იმავდროულად უცნობია Ryanair-ი აღნიშნულ რეისებს თებერვალში ან მარტში აღადგენს თუ არა.