ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოში პოპულარული ინდური გამოცემის Deccan Herald ჟურნალისტმა კალპანა სანდერმა იმოგზაურა. ჟურნალისტმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის, კულტურისა და კულინარიის შესახებ რამდენიმე სტატია მოამზადა.
“ჩაყვინთეთ საქართველოს დედაქალაქის სპა კულტურაში და თქვენ ტკივილებს მოიშორებთ. ნარიყალას ქვეშ მდებარე აბანოთუბანში ჰაერი ლაყე კვერცხის სუნითაა გაჯერებული, ბევრმა არ იცის თბილისის გოგირდის წყლების არსებობის შესახებ, რომელიც მიწისქვეშ მოედინება. სწორედ თერმული წყაროების არსებობის მიზეზით დაარსდა თბილისი. გეოთერმული წყაროები საქართველოს დედაქალაქის კულტურისა და იდენტობის სანუკვარ ნაწილად იქცა. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე თბილისის გოგირდის წყაროები ქალაქის კულტურაში, მუსიკასა და პოეზიაში აისახა“,-წერს Deccan Herald-ის ჟურნალისტი და დეტალურად აღწერს თბილისის ისტორიას, ქალაქის უძველესს უბნებს, აბანოებსა და თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტს, რომელსაც ცნობილი ადამიანები, მათ შორის ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი სტუმრობდა.