ცნობილი მსახიობი არნოლდ შვარცენეგერი, რომელიც მიუნხენის აეროპორტში საბაჟო კონტროლის დროს ძვირადღირებული საათის გამო დააკავეს, უკვე განთავისუფლებულია.

შვარცენეგერი ოთხშაბათს მიუნხენში ჩაფრინდა, რათა ავსტრიაში, კიცბიუელში დაგეგმილ მსოფლიო კლიმატის სამიტს დაესწროს. მას თან ჰქონდა შვეიცარიული კომპანია Audemars Piguet-ის მაჯის საათი, რომლის ღირებულება მფლობელმა დაახლოებით 20 ათას ევროდ შეაფასა. რის გამო მსახიობი საბაჟო კონტროლის გავლისას დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შვარცენეგერი დეტალურად გამოიკითხა, რის შემდეგაც მას 35 ათასი ევროს გადახდა მოსთხოვეს: 26 ათასი საათისთვის, 4 ათასი გადასახადის სახით და 5 ათასი ჯარიმა. სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ მსახიობს თანხის ნახევარი ნაღდი ფულით უნდა გადაეხადა, რაც არ გააჩნდა. ამიტომ ოფიცერმა შვარცენეგერი ბანკის ფილიალში მიიყვანა.

თავად მსახიობი ცდილობდა აეხსნა, რომ საათის გაყიდვას საქველმოქმედო აუქციონზე აპირებდა, მაგრამ მისი არგუმენტები არ გაითვალისწინა.