უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა 2023 წელს 10528 ფრენა განახორციელა, რაც 36%-ით მეტია 2022 წლის მონაცემებთან შედარებით. აღნიშნულის შესახებ განცხადება ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დიმიტრი სეროუხოვმა გააკეთა.

ასევე გასულ წელს, ავიაკომპანიამ თავისი თვითმფრინავებით თითქმის მეოთხედით მეტი მგზავრის გადაყვანა მოახერხა, ვიდრე ომის პირველ წელს – 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი.

„აღნიშნული ჯერ კიდევ შორს არის იგივე მაჩვენებლებისაგან, რომელიც 2021 წელს გვქონდა, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გავძლიერდით“, – აღნიშნა სეროუხოვმა.

2021 წელს SkyUp Airlines-მა შეასრულა დაახლოებით 16 ათასი ფრენა და გადაიყვანა დაახლოებით 2,5 მილიონი მგზავრი.

გასულ წელს კომპანიამ გადაწყვიტა, ვიდრე უკრაინაში ომი მიმდინარეობს “განევითარებინა ბიზნესი, სადაც ეს შესაძლებელია”. ამ მიზნის მისაღწევად SkyUp Airlines-მა განაგრძო პერსონალის მომზადება, ლიცენზიების და თვითმფრინავის ფრენისუნარიანობის შენარჩუნება, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ახალ საოპერაციო რეგიონებში გაფართოება.

ამგვარად, უკრაინულმა გადამზიდავმა მოახერხა უკრაინიდან თავისი 11 თვითმფრინავის გაყვანა და სხვა კომპანიებისთვის მომსახურების მიწოდება.

„შემთხვევების 80-90%-ში ეს არის ACMI-გადაზიდვები, ხოლო სხვა 10-20%-ი დამოკიდებულია სეზონურობაზე – ჩარტერული ფრენები ტუროპერატორები შეუკვეთეს“, – განმარტა სეროუხოვმა.