ინდოეთი ცხრა ახალ აეროპორტს „ნულიდან“ ააშენებს, რათა უზრუნველყოს შიდა და საერთაშორისო სამგზავრო მიმოსვლის ზრდა, იუწყება Wam.
გარდა ამისა, ქვეყანაში არსებული 41 საჰაერო ტერმინალი განახლდება, რისთვისაც 980 მილიარდი რუპია (12 მილიარდი დოლარი) დაიხარჯება, ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო მინისტრმა ვ. სინგჰმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალი აეროპორტების მშენებლობის პოლიტიკის (Greenfield Airports Policy, GFAP) ფარგლებში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ პრინციპულად დაამტკიცა 21 ახალი ტერმინალის შექმნა. აქედან 12 ექსპლუატაციაში უკვე შევიდა.
დოკუმენტის თანახმად, ნებისმიერმა დეველოპერმა (მათ შორის შტატის მთავრობამ), რომელსაც სურს აეროპორტის აშენება, ჯერ უნდა გამოავლინოს შესაფერისი ადგილი და ჩაატაროს წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ტერმინალის მშენებლობისთვის, შემდეგ კი პროექტი წარუდგინოს ცენტრალურ მთავრობას.
”და შემდეგ დაელოდეთ დამტკიცებას”, – თქვა მინისტრმა.
კანურის აეროპორტი კერალაში, რომელსაც აქვს მაღალი ტრაფიკი სპარსეთის ყურემდე და მისკენ, არის 12 ახალი აეროპორტიდან ერთ-ერთი, რომელიც ამოქმედდა GFAP-ის ფარგლებში.
Greenfield Airport – არის საავიაციო ობიექტი ახალი პროექტის მახასიათებლებით. ტერმინი ასახავს გარემოს გარკვეულ თვისებებს (მაგალითად, ადრე განუვითარებელი ან ცარიელი მიწის გამოყენება) და ექსპლუატაციაში გაშვების, დაგეგმვისა და მშენებლობის პროცესებს, რომლებიც, ჩვეულებრივ, ნულიდან ხორციელდება.