ავსტრალიურმა ავიაკომპანიამ Qantas-მა Airbus-სა და Boeing-თან 24 შორმაგისტრალური თვითმფრინავის შეძენაზე გააფორმა კონტრაქტი.

Boeing-მა მიიღო კონტრაქტი 12 ერთეულ Boeing 787 Dreamliner-ზე: ოთხი 787-9 და რვა 787-10.

ავსტრალიელებმა Airbus-ს ასევე შეუკვეთეს 12 შორმაგისტრალური Airbus A350-1000.

შეკვეთილი თვითმფრინავების მიწოდება 2027 წელს უნდა დაიწყოს. ყველა შეკვეთილი შორმაგისტრალური თვითმფრინავი ჩაანაცვლებს Airbus A330-სა და Airbus A380-ს. ავიაკომპანიამ თავისი ფლოტიდან ბოლო Airbus A380-ის პენსიაზე გასვლის თარიღად 2032 წელი დაასახელა.