გელათის მონასტერი– ცუცხვათის მღვიმოვანი–ახალსოფლის წყალსაცავის დამაკავშირებელი 24,4 კმ. სიგრძის საფეხმავლო ტურისტული ბილიკი მოეწყო. მოხალისეებმა ფეხით 13 კილომეტრი გაიარეს და ცუცხვათში კარვებში დაბინავდნენ. საფეხმავლო ტურისტული ბილიკის ფარგლებში ისინი ლაშქრობას გააგრძელებენ და ახალსოფლის წყალსაცავთან დაასრულებენ ტურისტულ მარშუტს.

მარშრუტზე 5 საბანაკე ადგილი და გადასახედი მოედნებია.

,,იმერეთის რეგიონს აქვს ტურისტული პოტენციალი და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. სხვადასხვა მუნიციპალიტეტში განხორციელდა და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. რაც შეეხება დღევანდელ საფეხმავლო ბილიკს უნდა ავღნიშნო, რომ ამ მარშუტით ტურისტებსა და ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ ტყიბულის მუნიციპალიტეტში არსებული 15–მდე ისტორიული ძეგლი მოინახულონ. ძალიან მიხარია, რომ დღეს ეს გზა ახალგაზრდება გაიარეს და მოისმინეს თითოეული ძეგლის ისტორია“–აღნიშნა იმერეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიგოლ დალაქიშვილმა.

პროექტის ფარგლებში ტურისტული ბილიკის გასწვრივ დაიდგა ნიშნულები, საინფორმაციო დაფები, განხორციელდა ბილიკის მარკირება, დაიბეჭდა ბილიკის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საინფორმაციო ცნობარები და რუკა.

წყარო: BPI