თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტრანზიტული მიზნით გამოყენების მაჩვენებელი 3-ჯერ გაიზარდა. როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან” აცნობეს, 2017 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 740 ტრანზიტულ მგზავრს მოემსახურა, რაც 326%-ით მეტია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით. 2015 წელთან შედარებით 2017 წელს კი ზრდა 203%-ია.
2016 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სულ 408 ტრანზიტულ მგზავრს მოემსახურა.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2015 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ტრანზიტად სულ 574 მგზავრმა გამოიყენა.
შესაბამისად 2016 წელს 2015 წელთან შედარებით აეროპორტს ტრანზიტული მგზავრთნაკადი 29%-ით შეუმცირდა.
2018 წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 672 მგზავრს უკვე მოემსახურა.