M&i-ის გლობალური  ფორუმის მონაწილეები საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალს აფასებენ.  ფორუმის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან 60-მდე გაყიდვების საერთაშორისო კომპანიას უმასპინძლა.  კომპანიების წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ქართველ კოლეგებთან.

“მადლობას ვუხდი m&i-ის და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ფორუმის ორგანიზებისთვის. ჩვენ გვქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა შევხვედროდით მიმწოდებლებს, პოტენციურ კლიენტებს. საქმიანი ტურიზმის სფერო  ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტურიზმის განვითარებისთვის. გაყიდვების კომპანიებისთვის საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულება ჯერ კიდევ კარგად არ არის შეფასებული, თქვენს ქვეყანაში MICE მიმართულებით შესაძლებელია სრულიად ახალი, უნიკალური პროდუქტების აღმოჩენა და შექმნა“,-აცხადებს ფორუმის მონაწილე იაპრაკ რენდა.

ფორუმის მიზანია  საქართველოში მსხვილი  საერთაშორისო კონფერენციების,  კონგრესებისა და სხვა ტიპის ღონისძიებების ჩატარება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ყოველწლიურად მონაწილეობს m&i forums-ის მიერ ორგანიზებულ  ღონისძიებებში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ფორუმებში მსოფლიოს წამყვანი საკონვენციო ბიუროების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ტურისტული კომპანიები, ბიზნეს ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების წარმომადგენლები და ღონისძიებების დამკვეთებია არიან წარმოდგენილები.