ავიაკომპანია Gulf Air-ის ტრანზიტულ მგზავრებს ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტში ტრანსფერის დროს სამეფოს უფასო დათვალიერება შეუძლიათ. ღირსშესანიშნაობების ტურის დაჯავშნა ავიაკომპანიის ვებგვერდზე იმ მგზავრებს შეუძლიათ ვისაც გადაჯდომისთვის დრო 5-დან 24 საათამდე აქვთ.

მგზავრებისთვის აღნიშნული შეთავაზება Gulf Air Group-ის, ქვეყნის აეროპორტის, სამეფოს ტურიზმისა და გამოფენების ორგანოს და ტურისტული სააგენტო Kanoo-ს ერთობლივი პროექტია.

”ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა გაეცნოთ ბაჰრეინის მთავარ ღირსშესანიშნავ ადგილებს, მათ შორის Souq-ს აღმოსავლურ ბაზარს, მუზეუმებსა და ისტორიულ ადგილებს, უნიკალურ ქვეყანაში – არაბეთის ყურის მარგალიტში გაჩერებისას, სადაც უძველესი ისტორია და თანამედროვეობა ორგანულად არის გადაჯაჭვული“, – ნათქვამია ავიაკომპანიის ოფიციალურ პრესრელიზში.

Gulf Air არის ბაჰრეინის სამეფოს ეროვნული გადამზიდავი, რომელმაც დაიწყო ოპერირება 1950 წელს და გახდა ერთ-ერთი პირველი კომერციული ავიაკომპანია ახლო აღმოსავლეთში. ის ახორციელებს რეგულარულ ფრენებს ბაჰრეინის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ინდოეთის და აზიის ქალაქებში.