იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეზავა 12 დღიანი კოსმოსური მოგზაურობის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდა. 46 წლის იუსაკუ მაეზავა 8 დეკემბერს ყაზახეთის ბაიკონურის კოსმოდრომიდან თავის თანაშემწე იოზო ჰირანოსა და რუს კოსმონავტ ალექსანდრე მისურკინთან ერთად კოსმოსში გაემგზავრა რა, 12 დღიანი კოსმოსური მგზავრობის შემდეგ ისევ ყაზახეთის მიწაზე დადგა ფეხი. რუსეთის ფედერალური კოსმოსური სააგენტოს  განცხადებაში ნათქვამია, რომ „ტურისტულმა“ კოსმოსურმა ხომალდმა Soyuz MS-20-მა ფრენა დაასრულა.