თურქული ავიაგადამზიდავი Turkish Airlines-ი (THY) 2021 წელს საქართველოში „ყველაზე მეტი მგზავრის გადამყვან“ ავიაკომპანიად დასახელდა და შესაბამისი ჯილდოც გადაეცა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. 

“Welcome to Georgia-ს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეშვიდე ცერემონია დედაქალაქ თბილისში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსულმა,  საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის ეპიდემიის მიუხედავად, 2021 წელში საქართველოში ყველაზე მეტი მგზავრის გადამყვანი ავიაკომპანია, Turkish Airlines-ი (THY) გახდა.  არჩუაძემ, საქართველოში „ყველაზე მეტი მგზავრის გადამყვან“ ავიაკომპანიის ჯილდო, THY-ს საქართველოს მენეჯერს შერაფეთთინ ექიჯის გადასცა”, წერს თურქული მედია.