2021 წლის იანვარში თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე კვირაში 3 სიხშირით იფრენს.
ყველა რეისი იქნება ორმხრივი, რაც იმას ნიშნავს, რომ ავიაკომპანია მგზავრებს როგორც სტამბოლი-თბილისის, ასევე თბილისი-სტამბოლის რეისებზე მოემსახურება. ყველა რეისი აეროპორტ “სტამბოლიდან” განხორციელდება.
სტამბოლი-თბილისის მიმართულებაზე რეისები (რეისის ნომერი -TK386) ყოველ სამშაბათს, შაბათს და კვირას 20:45 საათზე შესრულდება.
ხოლო, თბილისი-სტამბოლის რეისები (რეისის ნომერი -TK387) ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას 04:50 საათზე განხორციელდება.