იანვარში Ryanair-ის ფრენების 93%-ი დაგეგმილ დროს, დაგვიანების გარეშე შესრულდა. შედარებისთვის, გასული წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 89%-ი იყო.
აღნიშნულ სტატისტიკაში არ შედის საჰაერო მოძრაობის მართვის სამსახურის მიზეზით შეფერხებული ფრენები, რომელთა წილმა 3%-ი შეადგინა.
Ryanair-ი აღნიშნავს, რომ ამ მიზეზით ყველაზე ხშირად ფრენები საფრანგეთში, გერმანიასა და პორტუგალიაში ფერხდება.
კომპანიის წარმომადგენლის, კენი იაკობსის ინფორმაციით, ავიაკომპანიამ იანვარში 10.8 მილიონ მომხმარებელს მოემსახურა, რეისების რაოდენობამ კი 62 ათასი შეადგინა. ამასთან, Ryanair-ის მიერ გამოკითხულ მგზავრთა 89%-ი საკუთარი ფრენით ძალიან კმაყოფილი იყო.