სტამბოლში, საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში ინციდენტი მოხდა. ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენ/დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრები ევაკუირებული არიან. ბორტზე სულ 171 მგზავრი იმყოფებიდა. 52 მგზავრი საავადმოფოშია გადაყვანილი.

თვითმფრინავი იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა.

ინციდენტის გამო, აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეწყვიტა და თვითმფრინავები სტამბოლის ახალ აეროპორტში გადაამისამართა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტი დროებით დაიხურა და ავიარეისებს არ აღარ ემსახურებოდა. მიზეზი კი ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე Pegasus Airlines-ის თვითმფრინავის მოცურება გახდა. ავიაკომპანია ფრენას შარჯა-სტამბოლის ხაზზე ასრულებდა.

https://www.youtube.com/watch?v=hfkZhGCwO98&feature=emb_title

2018 წლის იანვარში კი Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი ტრაპიზონის აეროპორტში საფრენი ბილიკის საზღვრებს გასცდა და ლამის ზღვაში ჩავარდა.​ანკარა-ტრაპიზონის რეისით მიმავალი Boeing 737-800-მა 13 იანვარს გვიან ღამით აეროპორტში დაშვება განახორციელა და მოტრიალება დაიწყო. თუმცა მანევრის დროს მოხდა რაღაც შეფერხება, თვითმფრინავი დასაფრენი ბილიკის საზღვრებს გასცდა და თითქმის ზღვაში გადავარდა.