სტამბოლის საბიჰა გოგცენის აეროპორტში თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავის ინციდენტის შემდეგ რეისების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი აეროპორტ ‘სტამბოლში” გადამისამართდა. ირკვევა, რომ ამ ფონზე თბილისის მიმართულებით ავიარეისი გადადო Turkish Airlines-მა, რომელსაც საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან ტბილისის მიმართულებით ფრენა 21:10 საათზე (ადგილობრივი დროით) უნდა განეხორციელებინა. ხოლო თბილისიდან კი 07:35 საათზე (ადგილობრივი დროით).

სტამბოლის საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან თბვილისის მიმართულებით ფრენებს ასრულებს ასევე Pegasus Airlines-ი, თუმცა მისი რეისის გაუქმების შესახებ შეტყობინება ამ დროისთვის არ არსებობს. ავიაკომპანიას სტამბოლიდან ფრენა 23:50 საათზე (ადგილობრივი დროით) აქვს დაგეგმილი. სავარაუდოდ ამ დროისთვის აეროპორტი მუშაობას სრული დატვირთვით განაახლებს. 

შეგახსენებთ, რომ დღეს სტამბოლში, საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტში მორიგი ინციდენტი მოხდა. ავიაკომპანია Pegasus Airlines-ის თვითმფრინავი დაშვებისას ასაფრენ/დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა და თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე სულ 171 მგზავრი იმყოფებიდა. 52 მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თვითმფრინავი იზმირი-სტამბოლის რეისს ასრულებდა.