მოგზაურმა-ბლოგერმა აზერ ისმაილმა Buta Airways-ის თბილისი-ბაქოს რეისზე სპეციალური ვიდეო შექმნა. ვიდეორგოლი კი Buta Airways-მა საკუთარ Facebook-ის გვერდზე განათავსა და მგზავრებს საინტერესო ვიდეო თუ ფოტოს გაზიარებისკენ მოუწოდა, რომელიც აღნიშნული ავიაკომპანიის რეისებს უკავშირდება.