2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საჰაერო სივრცის 46,06%-ით ნაკლები გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა, ვიდრე პანდემიამდე არსებულ პერიოდში.

როგორც AviaNews-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ, 2022 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცის 12 577-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა, რაც 47,05%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებლებთან შედარებით, ხოლო 46,45%-ით ნაკლები 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2019 წლის ორ თვეში საქართველოს საჰაერო სივრცეში 23 315 გადაფრენა განხორციელდა, 2020 წლის  ანალოგიურ პერიოდში 23 486  გადაფრენა. პანდემიამდე არსებულ (2019 წლის იანვარ-თებერვალში) პერიოდში კი სხვადასხვა ავიაკომპანიების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის 23 315-ჯერ გამოყენება (ერთეული გადაფრენა) დაფიქსირდა.