ბოლო წლებში ხელოვნური ინტელექტის (AI) და რობოტიკის განვითარებამ მიაღწია ისეთ მასშტაბებს, რომ, როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ძალიან მალე ტექნოლოგია ჩაანაცვლებს ადამიანებს უმეტეს პროფესიებში – და არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ ცაშიც კი.
კორეის მოწინავე ტექნოლოგიების ინსტიტუტის (KAIST) ინჟინრებისა და მკვლევართა ჯგუფი ავითარებს ჰუმანოიდ რობოტს, რომელსაც შეუძლია თვითმფრინავის მართვა თვითმფრინავის კაბინაში ცვლილებების საჭიროების გარეშე.
Pibot – ეს არის ჰუმანოიდი რობოტი, რომელსაც შეუძლია თვითმფრინავის პილოტირება ისევე, როგორც ადამიანს. ის მანიპულირებს კაბინაში არსებული ყველა კონტროლის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია ადამიანი-პილოტისთვის.
თავისი მექანიკური ხელებით Pibot საკმაოდ ოსტატურად მოქმედებს კაბინაში, თვითმფრინავის ძლიერი ვიბრაციის დროსაც კი.
გარე კამერები Pibot-ს საშუალებას აძლევს თვალყური ადევნოს თვითმფრინავის ამჟამინდელ მდგომარეობას, ხოლო შიდა კამერები ეხმარება მას მართვის პანელზე მთავარი გადამრთველების მართვაში.
Pibot-ს შეუძლია დაიმახსოვროს ყველაზე რთული ინსტრუქციები სხვადასხვა ენაზე, შესაბამისად მას აქვს მაღალი ადაპტირება სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავებთან.
მისი მეხსიერების მოცულობა იმდენად დიდია, რომ მას შეუძლია ჩაიტვირთოს Jeppesen-ის საავიაციო ჩარტები მთელი მსოფლიოდან. გასაგებია, რომ აქ ანგარიში აშკარად რობოტის სასარგებლოდ არის, ვინაიდან ადამიანი მფრინავი ვერ იმახსოვრებს ამდენ ინფორმაციას.
“ადამიანს შეუძლია მრავალი თვითმფრინავის ფრენა, მაგრამ მათ აქვთ თავისი ჩვევები. ამიტომ, როდესაც ისინი ცდილობენ სხვა თვითმფრინავებზე გადასვლას, უნდა გადამზადდნენ. რობოტს შეუძლია ისწავლოს თვითმფრინავის კონფიგურაცია,მისი ტიპის აღნიშვნით“, განმარტეს მეცნიერებმა.
Pibot-ს ასევე შეიძლება დაუკავშირდეს თვითმფრინავს მათთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის. ის ამჟამად განკუთვნილია ექსტრემალურ სიტუაციებში გამოსაყენებლად, სადაც ადამიანის მონაწილეობა შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი.
ჰუმანოიდ რობოტს ასევე შეუძლია დაუკავშირდეს საჰაერო მოძრაობის კონტროლიორებს და კაბინაში მყოფ ადამიანებს ხმის სინთეზის გამოყენებით, რაც საშუალებას აძლევს მას შეასრულოს როგორც პილოტის, ასევე მისი ასისტენტის როლი.