პარიზის ხელისუფლებამ ქალაქში ელექტრო სკუტერების ბედის გადასაწყვეტად რეფერენდუმის ჩატარება  გადაწყვიტა. მოსახლეობამ აკრძალვას მხარი დაუჭირა.

გადაწყვეტილება ელექტრო სკუტერებთან ავარიების სიმრავლის გამო მიიღეს: 2022 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირდა 330 ავარია, რაც 37%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

რეფერენდუმი 2 აპრილს გაიმართა. მასში 103 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. „წინააღმდეგ“ ხმა მისცა 89%-მა.

პარიზის მერმა ანა იდალგომ განაცხადა, რომ ახალი კანონი ძალაში 1 სექტემბრიდან შევა.

პარიზი, სხვათა შორის, არ არის ერთადერთი ქალაქი, სადაც ხელისუფლება წყვეტს რა გააკეთოს ელექტრო სკუტერებთან მიმართებაში. ევროპის სხვა ქალაქები ასევე ეძებენ გზებს თავიანთი მაცხოვრებლების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ასე, მაგალითად, ლისაბონში ელექტრო სკუტერი 20 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით ვერ იმოძრავებსლუბლიანაში კი – მხოლოდ ხუთს. ვარშავაში აკრძალულია მათი პარკებსა და ბაღებში შესვლა. იტალიაში ზოგს ელექტრო სკუტერის მართვის კურსების გავლაც კი უწევს.