2030 წლისთვის რუსული ავიაკომპანიების ფლოტში სამამულო წარმოების თვითმფრინავების წილი 81,3% იქნება. ამის შესახებ ქვეყნის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო იტყობინება, რომელიც მომდევნო 12 წლის განმავლობაში რუსეთში წარმოების ინდუსტრიის განვითარების სტრატეგიას ეყრდნობა.
უკვე მომავალ წელს სამამულო წარმოების თვითმფრინავები რუსული გადამზიდავების ფლოტის 41,4%-ს დაიკავებენ, ერთი წლის შემდეგ კი – 46,9%-ის.
უწყება ელოდება, რომ შიდა წარმოების ლაინერების წილის ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება: 2026 წელს ის იქნება 53.2%, 2027 წელს – 59.9%, 2028 წელს – 66.8%, 2029 წელს – 73.2%, 2030 წელს – 81.3%. და ძირითადად, ეს იქნება გრძელმაგისტრალური თვითმფრინავები SSJ 100, MS-21, Tu-214, Il-9, ასევე რეგიონული An-24, An-26, Il-114-300, Ladoga და Baikal.
ასევე, პროგნოზების მიხედვით, 2030 წლისთვის შიდა რეისებზე მგზავრთა გადაყვანები წელიწადში 104,5 მლნ-ს მიაღწევს, საერთაშორისო ფრენებზე – 11,6 მლნ მგზავრს.