დუბაის პირველი და უმსხვილესი ძვირადღირებული შინაური ცხოველების სასტუმროების ქსელი My Second Home ექსკლუზიურად მინიატურული ჯიშის ძაღლებისთვის ახალი ობიექტის გასახსნელად ემზადება. ახალი ობიექტი My Second Home-ს გაფართოების $10 მილიონიანი პროექტის ნაწილია.

კურორტი My Second Home resort კუდიანი ცხოველებისთვის Dubai Investment Park 2-ში განთავსდება და მათთვის სტუმრებისთვის კარს მიმდინარე წლის დეკემბერში გაიღებს. ახალ დაწესებულებაში, რომლის ფართობიც 4,2 ათას კვ/მ მოიცავს დახურულ აუზებს, დასასვენებელ ზონებს და ვრცელ სათამაშო მოედნებს გააერთიანებს.

„აქ ყველა ნიუანსი იქნება გათვალისწინებული, მცირე ჯიშების ძალების საჭიროებების გათვალისწინებით“, – თქვა შონ პარკერმა My Second Home-ს გენერალურმა მენეჯერმა.

მან ასევე დაამატა, რომ პანდემიის დროს ბევრმა გადაწყვიტა შინაური ცხოველების შეძენა, ამიტომ კომპანიამ ქსელის გაფართოება განიზრახა.

My Second Home-ს სასტუმრო დუბაიში რიგით მესამე იქნება. პირველი “სახლი სახლიდან მოშორებით” ძაღლებისთვის გაიხსნა Dubai Investments Park-ში 2015 წელს, მეორე გამოჩნდა ალ კუოზში 2021 წელს.

ქსელის ფილიალებში ყოველდღიურად 300-მდე ძაღლზე ზრუნავენ. კომპანია ასევე სთავაზობს შინაური ცხოველების სახლიდან და უკან გადაყვანის სერვისებს.

სასტუმროში შინაური ცხოველების დარჩენის ღირებულება იწყება 165 დირჰემიდან დღეში. უფრო მეტიც, შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც სტანდარტული ნომერი, ასევე დელუქსი ან თუნდაც საპრეზიდენტო ლუქსი.