შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
შსს-ს ინფორმაციით, ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.
მომხდარის შესახებ ყველა დეტალი დეტალები ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის.
არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.
ადგილზე ვერტმფრენი პარაპლანისტების დასახმარებლად გამოიძახეს. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ პარაპლანი კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. ძნელად მისადგომი ადგილიდან დაშავებულების ამოყვანას ვერტმფრენის საშუალებით ცდილობდნენ.