ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაამტკიცა გერმანიისთვის 8,4 მილიარდი დოლარის ღირებულების 35 ერთეული საბრძოლო თვითმფრინავი F-35-ის და მისი საბრძოლო მასალის მიყიდვა.

აშშ-ის თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს წერილობით განცხადებაშია ნათქვამია: „საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა დაამტკიცოს F-35 თვითმფრინავების, მასთან დაკავშირებული აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიყიდვა გერმანიისთვის, რომლის სავარაუდო ღირებულება 8,4 მილიარდი დოლარია“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონგრესს გაეგზავნა შეტყობინება გაყიდვის დამტკიცების შესახებ და გაყიდვების პაკეტში შედის 35 ერთეული თვითმფრინავი F-35A, რომელსაც შეუძლია ჩვეულებრივი დაშვება და აფრენა, 37 სათადარიგო ძრავა, დიდი რაოდენობით სხვადასხვა კალიბრისა და შესაძლებლობების საბრძოლო მასალა  და სხვა დამხმარე აღჭურვილობა.

აღსანიშნავია, რომ გაყიდვების დამტკიცება მას შემდეგ მოხდა, რაც გერმანია დათანხმდა უკრაინისთვის მოწინავე სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდებას.

მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობა აშშ-ისგან Tornado-ს ნაცვლად 35 ერთეულ საბრძოლო თვითმფრინავს F-35-ს იყიდდა.