მაისში მსოფლიოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვის მოცულობა წლიური თვალსაზრისით 5,2%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) აქვეყნებს.
2019 წლის მაისთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით შემცირდა. ამასთან, საერთაშორისო საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მოცულობა 2019 წლის მაისთან შედარებით 7,1%-ით, გასული წლის მაისთან შედარებით 6%-ით შემცირდა.
საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ყველაზე დიდი კლება დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკაში (-8,1%), ევროპაში ეს მაჩვენებელი 6,7%-ით, ახლო აღმოსავლეთში – 3,1%-ით არის შემცირებული. ირკვევა, რომ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მაჩვენებელი 3,3%-ით შემცირდა, აფრიკაში კი 2,4%-ით. სამაგიეროდ, ლათინურ ამერიკაში მაჩვენებელი 3,6%-ით გაიზარდა.
„საჰაერო ტვირთზე ვაჭრობის პირობები კვლავ რთულია, მოთხოვნა შემცირდა 5.2%-ით და მთელი რიგი ეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს მის კიდევ უფრო შესუსტებაზე. თუმცა, წლის მეორე ნახევარმა გარკვეული გაუმჯობესება უნდა მოიტანოს. ვინაიდან ინფლაცია შენელდება ბევრ ბაზარზე, ცენტრალური ბანკების მიერ განაკვეთების ზრდის ტემპის შენელებაა მოსალოდნელია. ეს კი ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებას და დადებითად იმოქმედებს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მოთხოვნაზე“, – თქვა IATA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა უილი უოლშმა.