ავიაკომპანია Japan Airlines-მა (JAL) ეკოტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით მგზავრებზე ტანსაცმლის გაქირავების საპილოტე პროექტი დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, სახელწოდებით Any Wear, Anywhere, კომპანია გთავაზობთ ტანსაცმლის გაქირავებას ორი კვირის განმავლობაში. მათი დაჯავშნა შეგიძლიათ დაგეგმილ მოგზაურობამდე ერთი თვით ადრე. ტანსაცმელს მგზავრის ჩასვლამდე მიიტანენ სასტუმროში. ვიზიტის დასასრულს იგი გაიგზავნება ქიმწმენდებში.

კომპანიის იდეის მიხედვით, დანიშნულების ადგილზე ტანსაცმლის დაქირავება მომხმარებელს „მინიმალური ბარგით მოგზაურობის“ შესაძლებლობას მისცემს. პროექტი მიზნად ისახავს იაპონიაში უცხოელ ტურისტებისა და ბიზნეს მოგზაურები წახალისებას, რომლებსაც სურთ „მწვანე არჩევანის“ გაკეთება.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, პროექტის რეალიზების პერიოდში JAL თვალყურს მიადევნებს მგზავრების რეგისტრირებული ბარგის წონას და შეამოწმებს ნახშირბადის ემისიების შემცირების ეფექტს თვითმფრინავის წონის შემცირების პირობებში.