Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია, დღეს ახალი ფასდაკლების კლუბის გახსნას აანონსებს. WIZZ Discount Club Light, ეს არის ლოიალობის ახალი პროგრამა, რომელიც მომხმარებელს ფრენის დროს ექსკლუზიურ ფასდაკლებებს სთავაზობს.

პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება Wizz Air-ის ვებ-გვერდსა და აპლიკაციაში. WIZZ Discount Club Light გთავაზობთ მრავალფეროვან ფასდაკლებებს, მათ შორის სპეციალურ საბორტო კუპონებს და აქციებს WIZZ კაფესა და ბუტიკისთვის.

მომხმარებელს შეუძლია შეუერთდეს WIZZ Discount Club Light-ს ყოველგვარი საკომისიოს გადახდის გარეშე. ისინი, ვინც WIZZ Discount Club Standard ჯგუფის წევრები არიან, ავტომატურად მიიღებენ WIZZ Discount Club Light შეთავაზებებს. ახალი პროგრამა მიზნად ისახავს გაზარდოს მომხმარებელთა ჩართულობა უნიკალური ფასდაკლებებით.

„WIZZ Discount Club Light არის კიდევ ერთი გზა ჩვენი მომხმარებლებისთვის, დაზოგონ თანხები WIZZ-თან ერთად მოგზაურობისას. ექსკლუზიური ფასდაკლებები ხელსაყრელი იქნება ყველასთვის, ვინც ჩვენთან ერთად ირჩევს ფრენას და შეძლებენ მეტი თანხა დაზოგონ საკვებსა და პროდუქტებზე“, – აცხადებს Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი ჟაჟა ტრუბეკი.

Wizz Air გააგრძელებს WIZZ Discount Club Light-ის საშუალებით გააფართოოს ხელმისაწვდომი უპირატესობები, შეთავაზებები და ფასდაკლებები.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://wizzair.com/en-gb/information-and-services/memberships/wizz-discount-club

Wizz Air-ის შესახებ:
Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი, ულტრა-ბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ოპერირებს 177 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებას და ძალიან დაბალ ტარიფებს, რამაც Wizz Air გახადა საუკეთესო არჩევანი 27,1 მილიონი მგზავრისთვის ფინანსურ წელს (F22), რომელიც მთავრდება 2022 წლის 31 მარტს. Wizz Air განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ათეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. Ასევე Wizz Air დასახელდა, როგორც “2020 წლის ავიაკომპანია” ATW-ის მიერ, ეს ყველაზე დიდი პატივია, რაც კი შეიძლება ავიაკომპანიამ ან ავიაციაში მოღვაწე ინდივიდმა მიიღოს. Wizz Air ასევე აღიარებულია, როგორც „ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია“ World Finance Sustainability Awards 2022-ში და მიღებული აქვს ტიტული „გლობალური გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზები“ CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2022-ის მიერ.