ივლისში მსოფლიოში საჰაერო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა წლიური თვალსაზრისით 0,8%-ით შემცირდა. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, საჰაერო გადაზიდვების მოცულობა ივლისში 2019 წლის ივლისთან შედარებით (კოვიდპანდემიამდე) 3.3%-ითაა შემცირებული.
ამასთან, საერთაშორისო საჰაერო ტვირთების გადაზიდვების მოცულობა 2019 წლის ივლისთან შედარებით 3,4%-ით, ხოლო გასული წლის ივლისთან შედარებით 0,4%-ით შემცირდა.
საჰაერო ტვირთების გადაზიდვის ყველაზე დიდი კლება გასული წლის ივლისში დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკაში – 5,2%. ევროპაში ეს მაჩვენებელი 1,5%-ით დაეცა.
აფრიკაში სატვირთო გადაზიდვები 2,9%-ით გაიზარდა, ხოლო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში – 2,7%-ით. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გდაზიდვების მაჩვენებელი 1,5%-ით გაიზარდა, ხოლო ლათინურ ამერიკაში 0,4%-ით.