საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ, რომლებიც ინდოეთში ჩავიდნენ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, 4,38 მილიონი ადამიანი შეადგინა, რაც 106%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებზე.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გასული წლის პირველ ექვს თვესთან შედარებით ქვეყანაში სავალუტო შემოსავლების ზრდა დაფიქსირდა.

რაც შეეხება შიდა ტურიზმს, ეს მაჩვენებელი 2021 წელს 677 მილიონი იყო, ხოლო 2022 წელს 1,73 მილიონამდე გაიზარდა.

Covid-19-ის პანდემიის შემდეგ, ინდოეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქვეტანაში მეტი ტურიზმის მიზიდვის და ტურიზმის განვითარების მიზნით. 2022 წელს ქვეყანაში უცხოელი ტურისტების ძირითადი ნაკადი აშშ-მ, ბანგლადეშმა, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და კანადამ უზრუნველყო.