უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air აგრძელებს ფრენების გეოგრაფიის გაფართოებას და 2023-2024 წლებში 5 ახალი რეისების დაწყებას გეგმავს. ახალი ფრენები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქალაქებს დააკავშირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Lowcost Avia ავრცელებს.

Wizz Air-ის ახალი ფრენების დეტალები:

ვილნიუსი (ლიეტუვა) – რომი ჩამპინო (იტალია) 2024 წლის 31 მარტიდან კვირაში 4 რეისი;

მილანი მალპენსა (იტალია) – კოსმო (იტალია) 2024 წლის 2 აპრილიდან კვირაში 3 რეისი;

ლონდონი ლუტონი (ინგლისი) – კაიროს სფინქსი (ეგვიპტე) 2023 წლის 30 ოქტომბრიდან კვირაში 3 რეისი;

აბუ დაბი (UAE) – ერბილი (ერაყი) 2023 წლის 3 ოქტომბრიდან კვირაში 2 რეისი;

დებრეცენი (უნგრეთი) – ჰურგადა (ეგვიპტე) 2023 წლის 29 ოქტომბრიდან, კვირაში 2 რეისი.