სიმ-ბარათი უფასო ზარებით როუმინგში – უკვე მთელ საქართველოში! GlobalCell-ის საერთაშორისო სიმ-ბარათის შეძენა საქართველოს იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში სპეციალური 25%-იანი ფასდაკლებითაა შესაძლებელი.
იუსტიციის სახლი საზღვარგარეთ წასვლის მსურველ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში აიღოს ბიომეტრიული პასპორტი და GlobalCell-ის საერთაშორისო სიმ-ბარათი უფასო ზარებით როუმინგში.
ამ სერვისის დანერგვის ინიციატივა ეკუთვნის იუსტიციის სახლს, რომელმაც ახალი მომსახურების მომწოდებელი მობილური ოპერატორი აუქციონის წესით შეარჩია.
როუმინგული მომსახურების საუკეთესო პირობების შერჩევის მიზნით გამართულ ღია საჯარო აუქციონში კომპანია GlobalCell-მა გაიმარჯვა, ამდენად, საქართველოს მასშტაბით არსებული იუსტიციის სახლის ფილიალები მომხმარებლებს გლობალ სელის საერთაშორისო სიმ-ბარათებს განსაკუთრებული პირობებით და სპეციალურ ფასად – 15 ლარად სთავაზობენ.
სიმ-ბარათი ითვალისწინებს შემდეგ პირობებს:
• დაფარვის ზონა – 200-ზე მეტი ქვეყანა;
• უფასო შემომავალი ზარები – 150-მდე ქვეყანა;
• გამავალი ზარი – 0.09 დოლარიდან;
• უფასო შემომავალი მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) – მთელ მსოფლიოში;
• გამავალი მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) – 0.05 დოლარიდან;
• მობილური ინტერნეტი – 140-მდე ქვეყანა;
• GPRS 1MB – 0.005 დოლარიდან;
• მუდმივი ნომერი;
• არანაირი სააბონენტო გადასახადი.
საერთაშორისო სიმ-ბარათის შეძენა შეუძლია ყველა სრულწლოვან მოქალაქეს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში საქართველოს 19 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში:
• თბილისი
• ბათუმი
• ქუთაისი
• რუსთავი
• ახალციხე
• გურჯაანი
• თელავი
• ყვარელი
• ოზურგეთი
• მარნეული
• გორი
• ზუგდიდი
• მესტია
• ფოთი
• თიანეთი
• ყაზბეგი
• ბორჯომი
• ლაგოდეხი
• ონი