7 ივლისიდან ავიაკომპანია Georgian Airways-ი დუბროვნიკის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებას იწყებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, პირდაპირი ჩარტერული რეისები თბილისიდან დუბროვნიკის მიმართულებით განხორციელდება ყოველ შაბათს. 
დუბროვნიკის მიმართულებაზე ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Airways-ის სალაროებსა და ტურისტულ სააგენტოებში. 
მაშ ასე ქართველი მგზავრებისათვის დუბროვნიკი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება.
დუბროვნიკი – ადრიატიკის ზღვის ხორვატიული “მარგალიტი”, კლდოვანი სანაპიროებით, გამორჩეული ველური ბუნებით, უნიკალური არქიტექტურითა და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით.