საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სამგზავრო ბარათის შემოღების შესახებ განაცხადა. ეს იქნება გერმანული ბილეთის მსგავსი, რომელიც 49 ევრო ღირს.
ცნობილია, რომ ის მომავალ ზაფხულს დაინერგება და მოიცავს რეგიონულ საქალაქთაშორისო მატარებლებს TER-სა და საქალაქთაშორისო Intercity-ს. ის ასევე მოიცავს საზოგადოებრივ ტრანსპორტს. ბილეთის ფასი იგივე იქნება, რაც პოპულარული გერმანული Deutschlandticket -ის შემთხვევაში – 49 ევრო.
ჯერჯერობით უცნობია, აღნიშნული ბილეთი ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი თუ მხოლოდ ფრანგებისთვის. დეტალები მოგვიანებით უნდა გასაჯაროვდეს.
შეგახსენებთ, რომ Deutschlandticket მიმდინარე წლის აპრილში ამოქმედდა, რომელიც ყველა ადგილობრივ და რეგიონულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეუზღუდავი მგზავრობის საშუალებას იძლევა.