easyJet-ს სურს Airbus-ის წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავების მომხმარებელი გახდეს.  კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა იოჰან ლუნდგრენმა თქვა, რომ მის ავიაკომპანიას სურს ZEROe პროექტის ფარგლებში Airbus-ის წყალბადის თვითმფრინავების პირველი მომხმარებელი   გახდეს.

easyJet, რომელიც აერთიანებს მხოლოდ A320 ოჯახის თვითმფრინავებს, სამომავლოდ თავის სამომავლო გეგმებს მხოლოდ Airbus-ს უკავშირებს, რომელსაც სურს 2035 წლისთვის წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავების ექსპლუატაცია მოახდინოს.  ლუნდგრენის თქმით, გადამზიდავი გეგმავს თვითმფრინავის პირდაპირ „წარმოების ხაზიდან“ გაყვანას, მაშინ როცა სხვა კომპანიები ჯერ კიდევ ფიქრობენ Airbus-ის ახალი ქმნილების პერსპექტივაზე.

სხვათა შორის, easyJet-ს სურს 2050 წლისთვის ატმოსფეროში ნულოვანი ემისიების მიღწევა.