France-KLM Group-მა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეროვნულმა ავიაკომპანია Etihad Airways-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაფართოებას მგზავრთა მომსახურების, ლოიალობის პროგრამების, პროფესიული უნარების განვითარებისა და ტექნიკური მომსახურების სფეროებში.

ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც გაიმართა პარიზში, Air France-KLM Group-ის სათაო ოფისში, Air France-KLM-ის მთავარი კომერციული დირექტორი ანგუს კლარკი და Etihad CRO არიკ დე ესწრებოდნენ.

ამ პარტნიორობის მეშვეობით და ყველა საჭირო მარეგულირებელი ნებართვის მიღების შემთხვევაში, Air France-KLM და Etihad გეგმავენ გააფართოვონ ზიარი კოდის და ინტერლაინ შეთანხმებები, რომლებიც მხარეებს შორის 2012 წლიდან არსებობს. ავიაკომპანიების მგზავრებისთვის, როგორც პირველი ნაბიჯი, დღეიდან  40-ზე მეტი ახალი მარშრუტი იხნება, რომელიც მოიცავს ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აზიის წყნარი ოკეანისა და ავსტრალიის მიმართულებებს.

შეთანხმება საშუალებას მისცემს Flying Blue-ს და Etihad Guest-ის მონაწილეებს გამოიმუშავონ და გამოისყიდონ მილები Air France-ის, KLM-ისა და Etihad-ის ფრენებზე.