გერმანიის საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ საავიაციო ნავთობის შესაძლო დეფიციტმა შესაძლოა ავიაკომპანიების მასობრივი გაკოტრება გამოიწვიოს. ენერგეტიკული კრიზისი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ განაპირობა, სერიოზულ საფრთხეს უქმნის საჰაერო გადაზიდვების სექტორს.
ექსპერტების განმარტებით, საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა და მარაგების შემცირება უმძიმეს დარტყმას აყენებს იმ ავიაკომპანიებს, რომელთაც არ გააჩნიათ ფინანსური რეზერვები გაზრდილი ხარჯების დასაფარად. გერმანიაში შიშობენ, რომ თუ საწვავის მიწოდების ჯაჭვი უახლოეს პერიოდში არ დასტაბილურდა, ბაზარზე მოქმედი რამდენიმე გადამზიდავი ოპერირების გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. კრიზისი განსაკუთრებით მწვავედ შეიძლება აისახოს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, როდესაც მოთხოვნა ფრენებზე პიკს აღწევს, ხოლო რესურსების ნაკლებობა ფრენების მასობრივ გაუქმებას გამოიწვევს.












