გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა მოქალაქეობის შესახებ ახალი კანონის პროექტი დაამტკიცა. ახლა ის ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
თუ ეს უკანასკნელი კანონპროექტს ხმას მისცემს და დაამტკიცებს, მაშინ უცხოელებს გერმანიაში მოქალაქეობის მიღება გაუადვილდებათ. ისინი, ვინც ქვეყანაში ცხოვრობენ ხუთი წლის განმავლობაში (ახლა რვა) შეძლებენ მიმართონ ხელისუფლებას გერმანული პასპორტის მისაღებად. ხოლო „სპეციალური ინტეგრაციის მიღწევების“ შემთხვევაში (თუ გაქვთ C1 ენის ცოდნის დონე), სამ წელიც საკმარისი იქნება. სხვათა შორის, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმა აღარ მოგიწევთ.
გარდა ამისა, ნაკლები მოთხოვნები იქნება 67 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის. მათ არ მოუწევთ ენის ცოდნის დონის დადასტურება და გამოცდის ჩაბარება გერმანიის ისტორიისა და პოლიტიკური სტრუქტურის ცოდნაზე.
ახალი კანონი არის გერმანიაში კვალიფიციური უცხოელთა მოზიდვის შესაძლებლობა და უკვე იქ მცხოვრებთათვის ფეხის მოკიდების მარტივი გზა.