IHG Hotels & Resorts-მა ახალი საშუალო დონის ბრენდი Garner შექმნა. ეს იქნება „საუკეთესო არჩევანი სტუმრებისთვის, რომლებსაც სურთ დარჩენა მაღალი ხარისხის სასტუმროებში შეღავათიან ფასად, ასევე იმ მფლობელებისთვის, რომლებსაც სურთ ამ სეგმენტში მეტი მოგების მიღება“, – აცხადებენ კომპანიაში.

Garner განკუთვნილია ყველა ასაკის მოგზაურთათვის. ქსელის სასტუმროები შესთავაზებენ ხელმისაწვდომ ფასს და რასაც ყველაზე მეტად აფასებენ სტუმრები მოსახერხებელ ადგილმდებარეობას. “ეს ყველაფერი იმ ხარისხით და ფასით, რომელიც ამჟამად ბაზარზე ძნელია იპოვო”, აცხადებენ IHG-ში.

„ჩვენ უკვე მივიღეთ 100-ზე მეტი განაცხადი Garner-ის ბრენდით დაინტერესებული მომხმარებლებისგან, რაც აჩვენებს დიდ პოტენციალს ამ სეგმენტში“, – თქვა ელი მალოუფმა, IHG Hotels & Resorts-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

Garner-ი შეერთებულ შტატებში ფრანჩაიზის ქვეშ ფუნქციონირებას სექტემბრის დასაწყისში დაიწყებს, პირველი სასტუმროები კი 2023 წლის ბოლოს გაიხსნება. IHG მოელის, რომ ბრენდის პორტფელი მომდევნო 10 წლის განმავლობაში მხოლოდ შტატებში 500-ზე მეტ ქონებას მიაღწევს.